ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპას ძალზე ღრმა და ყოვლისმომცველი რეცესია მოელის


ევროკავშირი აცხადებს, რომ რეცესია იმაზე უფრო ღმაა ვიდრე ადრე ეგონათ. კავშირის წეარმომადგენლების თქმით ევროპას ძალზე ღრმა და ყოვლისმომცველი რეცესია მოელის. ამ პროგნიოზის თანახმად მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა ოთხი პროცენტით ანუ ადრე ნაწინასწარმეტყველებზე ბევრად ურო მეტით შემცირდება. ხოლო 2010 წელს ევროკავშირის ოცდაშვიდი და ევროს ზონის თექვსმეტი წევრი ქვეყნის ეკონომიკა ნული მთელი ერთი მეათედი პროცენტით შემცირებას გააგრძელებს. გასულ თვეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში გლობალური ეკონომიკა არასდროს ყოფილა ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ამ განცხადებას ევროკავსირიც იზიარებს და აცხადებს, რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ევროპის ეკონომიკა ბოლო სამოცი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG