ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამხრეთში თალიბებმა თვრამეტი კაცი მოკლეს


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ზაბულის რეგიონში მომხდარ აფეთქებას და თალიბების მიერ მოწყობილ თავდასხმას თვრამეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. მანამდე კი ავღანეთის აღმოსავლეთის ლაგრამის პროვინციაში, კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას პროვინციის გუბერნატორის, მისი სამი პირადი მცველის და სხვა სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დროს კი ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა. ავღანეთში თალიბების მოძრაობა სულ უფრო ძლიერდება. მთავრობის კორუმპირებულობამ კარზაის სახე შინაც და საზღვარგარეთაც საკმაოდ შელახა. თუმცა მას ჯერ-ჯერობით ძლიერი მეტოქე არ ჰყავს.


XS
SM
MD
LG