ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ღორის გრიპის”  ეპიდემია შეიძლება უფრო საშიშ ფორმაში გადაიზარდოს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარგარეტ ჩენი აცხადებს, რომ მიუხედავად მექსიკის მთავრობის მტიკებისა, რომ “ღორის გრიპის” ეპიდემია დაღმავალზეა, ეს ეპიდემია ჯერ კიდევ შეიძლება უფრო საშიშ ფორმაში გადაიზარდოს. ქალბატონმა ჩენმა გაზეთ “ფაინანშალ ტაიმსის” კორესპონდენტს განუცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება სულაც არ მეტყველებს იმას, რომ ეპიდემია დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, თუ ვირუსის გავცელების პროცესი არ შეწყდება მსოფლიო ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი ეპიდემიის სასიშროების წინაშე დადგება. გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის ზღვარი მეხუთე დონემდე აწია. აღსანიშნავია ის, რომ მეექვსე დონე გლობალურ ეპიდემიას შეეფარდება. ქალბატონი ჩანის თქმით, გლობალური ეპიდემია გარდაუვალი არ არის, მაგრამ მისთვის მზადყოფნა აუცილებელია.


XS
SM
MD
LG