ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ სამხედრო ძალები ერაყიდან 2010 წლის ბოლომდე გავლენ



ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ მის მთავრობას, ამერიკა- ერაყის უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამიზნული აქვს ეს თარიღი შეინარჩუნოს. ამ ფონზე, უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა, თუ რამდენად არიან ერაყის ძალები მზად ამერიკელებისგან გადაიბარონ სიტუაციაზე კონტროლი, მითუმეტეს კი მაშინ, როცა ძალადობა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მატულობს. ამერიკელი სახმედრო მეთაურები განიხილავენ ქალაქ მოსულში დამატებითი ჯარების შენარჩუნების შესაძლებლობას, 30 ივნისის შემდეგ, თუ ამ შეთავაზებას ერაყის მთავრობა გააკეთებს. უშიშროების სფეროში ამერიკა ერაყის პაქტი ამერიკულ სამხედრო ძალებს ავალდებულებს ივნისამდე გავიდნენ ერაყის ქალაქებიდან. ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიები კი 2011 წლის ბოლომდე დატოვონ. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკულ სამხედრო ძალებს ერაყიდან 2010 წლის ბოლომდე გაიყვანს.


XS
SM
MD
LG