ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბომბის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა



ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის სამხრეთში ბომბის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა. ჰელმანდის გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადების თანახმად ბომბი მოტოციკლეტზე იყო დამონტაჟებული. გერეშხის რაიონში მომხდარი ამ აფეტქების შედეგად 7 ადამინაი დაიჭრა, მათ შორის ორი პოლიციის ოფიცერი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარაა თალიბთა შეიარაღებული რაზმების გააქტიურება ავღანეთში. თალიბთა სარდლობამ ამას წინათ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მთელს ავღანეთში გახშირდება თავდასხმები ინტერნაციონალურ შეიარაღებულ ძალებზე, რომლებშიც კამიკაძეებიც მიიღებენ მონაწილეობას.


XS
SM
MD
LG