ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანამაში ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ


დღეს პანამაში ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. ხალხმა არჩევანი ოპოზიციური “დემოკრატიული ცვლილებების” პარტიის კანდიდატს, სუპერმარკეტების ქსელის მფლობელ რიკარდო მარტინელისა და მმართველი “რევოლუციურ დემოკრატიული “ პარტიის კანდიდატს, ბალბინა ჰერერას შორის უნდა გააკეთოს. წინასწარი მონაცემების თანახმად მარტინელი დიდი განსხვავებით ლიდერობს. პანამის ეკონომიკური განვითარება გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეანელა. ორივე კანდიდატი მხარს უჭერს პანამის არხის გაფართოების ხუთი მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმას. ეს გაფართოება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც უზრუნველყოფს.


XS
SM
MD
LG