ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში მარქსისიტ-ლენინისტ კომუნისტებსა და მაოისტებს შორის განხეთქილება ჩამოვარდა


ნეპალში მარქსისიტ-ლენინისტური მიმართულების კომუნისტებსა და მაოისტებს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. განხეთქილება მაოისტების მიერ ქვეყნის არმიის მთავარსარდლის გადაყენებამ გამოიწვია. კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ მმართველ კოალიციას იმის გამო ტოვებს, რომ მთავარსარდლის გადაყენებასთან დაკავშირებით მაოისტებმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღეს. კომუნისტური პარტია ნეპალის მეორე უდიდესი პარტიაა და მისი კოალიციიდან გამოსვლა ნეპალის მომავალს საკმაოდ გაურკვეველს ხდის. მაოისტებმა მთავარსარდალი გენერალი როკმანგუდ კატავალი დაუმორჩილებლობის საბაბით გადააყენეს, ვინაიდან მან უარი განაცხადა ყოფილი მაოისტი მეამბოხე მებრძოლების ქვეყნის რეგულარულ არმიაში ინტეგრაციის ბრძანების აღსრულებაზე. აღსანიშნავია ის, რომ მმართველ მაოისტებსა და არმიას შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება.


XS
SM
MD
LG