ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიის სამეფო ოჯახის ესკორტზე  თავდასხმა განხორციელდა


ჰოლანდიაში ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ მძღოლი რომელიც ჰოლანდიის სამეფო ოჯახის ესკორტზე მანქანის შეჯახებას ცდილობდა5 ადამიანი მოჰკლა ინცინდენტის დროს. მათივე განცხადებით, 38 წლის მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტრაგიკული შემთხვევა დედოფლის დღის აღსანიშნავ ზეიმზე მოხდა გუშინ. ქუჩაში გამოსული მაყურებელი ამსტრედამის აღმოსავლეთით ქალაქ აპელდოორნში შეიკრიბა, როდესაც მანქანამ გაარღვია პოლიციის ბარიერები. ავტომანქანა სულ მცირე მანძილით აცდა სამეფო კარის ტრანსპორტს. ამის შემდეგ იგი ქვის ბოძს შეეეჯახა. ინცინდენტის ადგილზევე დაიღუპა 2 მამაკაცი და 2 ქალბატონი, ერთი მამაკაცი მოგვიანებით გარდაიცვალა.


XS
SM
MD
LG