ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში თითქმის ყველაფერი   შეჩერებულია




მექსიკის მთავრობა ცდილობს ჰაშ 1 ენ 1 ღორის გრიპის გავრცელებას შეუშალოს ხელი. ამ დაავადებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით დააავადა. სკოლები, ბიზნეს ორგანიზაციები და არა აუცილებელი მნიშვნელობის ოფისები 5 დღით დაიხურა. პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა მოსახლეობას მოუწოდა საპირველმაისო დღესასწაულზე შინ დარჩენენ .სწავლა შეწყდა აშშ-ის მრავალ სკოლაშიც. მექსიკის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეისათვის დადასტურებული შემთხვევებიდან 12 ადამიანი გარდაიცვალა. მაგრამ სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. ჯანდაცვის მინისტრი ხოსე ანგელ კორდოვა აცხადებს, რომ პაციენტები რომლებსაც აღმოაჩნდათ მხოლოდ ღორის ვირუსის მსგავსი სიმტომები თავად დაავადება არ აღმოაჩნდათ. მან აქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ დაავადების გამწვავებას შესაძლებელია აღარ ჰქონდეს ადგილი. მაგრამ ვირუსი სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 11 ქვეყანაში 331 შემთხვევა აღინიშნა. აქედან 109 აშშ-ში. დღეს გერმანიამ და ჰონგ კონგმა ვირუსის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს.


XS
SM
MD
LG