ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დერის რაიონში თალიბები კვლავ გააქტიურდნენ



პაკისტანის სამხედრო ძალების განცხადებით, დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განხორციელებული 24 საათიანი დაპირისპირების შედეგად 60 თალიბი დაიღუპა. დაპირისპირება ოთხი დღის წინ ,მას მერე დაიწყო,რაც თალიბებმა დაარღვიეს პირობა განიარაღების შესახებ და ბუნერის რეგიონში შეიჭრნენ. დღეს რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლები და მოლაპარაკებების შუამავალი მუსლიმთა სულიერი მამა -სუფი მოჰამედი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. ამ ფონზე დერის რაიონში თალიბმა მეამბოხეებმა ათი პაკისტანელი დაცვის სამსახურის თანამშრომელი მას მერე გაიტაცეს, რაც გასამხედროებული ძალების შტაბზე იერიში განახორციელეს.


XS
SM
MD
LG