ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის პრეზიდენტი მომავალ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას 


დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს , მისმა პოლიტიკურმა პარტიამ ნომინაცია მისცა იმასთან დაკავშირებით,რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ მიიღოს მონაწილეობა. თავად პრეზიდენტი ბაკიევიაცხადებს,რომ მისი ნატვრაა ყირგიზელ მოსახლეობას ცხოვრება გააუმჯობესოს. პრეზიდენტი და მისი ოპონენტი -ოპოზიციის ლიდერი ალმაზბეკ ათამბაიევი ერთმანეთს არჩევნებში ივლისის თვეში დაუპირისპირდებიან . ოპოზიციის ლიდერი ათამბაიევი წარსულში ყირგიზეთისპრემიერ-მინისტრი გახლდათ.მისი ოპოზიციური ძალა ყირგიზეთის მთავრობას არჩევნებში გამარჯვების მიზნით, განსხვავებული პოლიტიკური აზრის ჩახშობასა დადაშინებაში ადანაშაულებს. თავის დროზე ყირგიზეთმა ამერიკის ავღანეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციების დროს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა ამა წლის თებერვალში ყირგიზეთის მთავრობამ. ამერიკის სამხედრო ძალებს ყირგიზეთის ტერიტორიაზე არსებული მანასის სამხედრო ბაზის დატოვება მოსთხოვა.რის შემდეგაც რუსეთმა აღუთქვა ყირგიზეთის მთავრობას ,რომ სესხის სახით 2 მილიარდ დოლარი გადასცემდა. რუსეთიც თავისი მხრიდან მუდმივად იყენებდაყირგიზეთის ავიაბაზას საკუთარი მიზნებისათვის.ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ რუსეთის მთავრობა ყირგიზეთის სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.


XS
SM
MD
LG