ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ოსეთისა და აფხაზეთის  საზღვრებზე კონტროლი დააწესა


რუსეთმა ოფიციალურად საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის საზღვარზე კონტროლი დაამყარა.

გუშინ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეთანხმება გააფორმეს, რის საფუძველზეც რუსეთი უახლოესი ხუთი წლის მანძილზე მათ საზღვრებს გააკონტროლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა,რომ მსგავსი ქმედებით,რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია საბოლოოდ დაასრულა.

„ეს რუსეთის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ,რომ რეგიონების საბოლოო ანექსია მოახდინოს.ხელშეკრულებებიის გაფორმებით, რუსეთი ცდილობს დე ფაქტოდ და დე იურედ ტეროტორიები შეიერთოს და სწორედ ამ მიზნით გამოუცხადა მან ომი შარშან საქართველოს"ციტატის დასასრული

ამერიკის მთავრობის აზრით, რეგიონების მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებების უხეში დარღვევაა.სახელმწიფო დეპარტმანეტის განცხადებით, რუსეთის ჯარის მიერ რეგიონთა საზღვრების გაკონტროლება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას,რომელსაც რუსეთმა გასულ წელს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოაწერა.

ამ ფონზე პრეზიდენტმა მედვედევმა, საქართველოში მომავალი კვირისთვის დაგეგმილ ნატოს წვრთნებს „აშკარა პროვოკაციული" ქმედება უწოდა.მისი განცხადებით,სამხედრო მანევრირება არ შეიძლება ჩატარდეს იქ,სადაც სულ ცოტა ხნის წინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,ამ ხელშეკრულებების წინააღმდეგ განხორციელებეულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხუისმგებლობა იმ ადამიანებს დაეკისრება,ვინც რაიმე საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს ან განახორციელებს". ციტატის დასასრული

ქართველი პოლიტიკური ექსპერტის რამაზ საყვარელიძის განცხადებით:

„ეს გახლავთ რუსეთის ომი დასავლეთთან და საქართველო ამ შემთხევევაში ბრძოლის ველად გამოიყენება ."ციტატის დასასრული

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთი რეგიონების ოკუპაციის ლეგალიზაციას ცდილობს.


XS
SM
MD
LG