ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს რუსეთი გააკონტროლებს


აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონების კონტროლის რუსეთისადმი გადაბარების თაობაზე ხელშეკრულებას მოსკოვში მოეწერა ხელი. გარიგებას ხელი მოაწერეს ამ რეგიონების დეფაქტო ხელისუფლებმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. რუსეთი ოკუპირებიული ტერიტორიების სასაზღვრო რაიონებს სულ მცირე ხუთი წლით გააკონტროლებს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის რწმუნებულმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა ამერიკის ხმას ეს ხელშეკრულება კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ამ ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკოპაციების კიდევ უფრო განმტკიცებისათვის. აშშ-მ განაცხადა, რომ ხელშეკრულებები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებების დარღვევას. როგორც სახ-დეპის განცხადებაშია ნათქვამი ამ ტერიტორიების საზღვრების კონტროლის რუსეთისადმი გადაცემა წარმოადგენს ნაბიჯს საპირისპირო მიმართულებით იმ ვალდებულებებიდან, რომელიც რუსეთმა თავის თავზე აიღო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომავალ კვირას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნა აშკარა პროვოკაციას წარმოადგენს. მისივე თქმით მიუღებელია სამხედრო წვრთნების ჩატარება იმ ტერიტორიებზე, სადაც ცოტა ხნის წინ ომი მძვინვარებდა.

XS
SM
MD
LG