ბაქოში ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში ატეხილი სროლის შედეგად შვიდი სტუდენტი დაიღუპა, ხოლო ათი კი დაიჭრა. ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის ის თუ რამდენმა შეაირაღებულმა პირმა გახსნა ცეცხლი. ზოგი ამბობს, რომ თავდამსხმელი მარტო იყო, ხოლო ზოგიც ამტკიცებს, რომ სროლა ორმა კაცმა ატეხა.