ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობის ვადის დაწყებიდან ასი დღის შედეგებით ობამა კმაყოფილია


ბარაქ ობამა მისი პრეზიდენტობის ვადის დაწყებიდან ასი დღის გავლის შემდეგ აცხადებს, რომ ამ პერიოდმა საკმაოდ შედეგიანად ჩაიარა, თუმცა ამერიკის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. პრეზიდენტმა გუშინ საღამოს ამერიკელ ერს თეთრი სახლიდან მიმართა. მისი თქმით, ადმინისტრაცია ნელ-ნელა ცდილობს დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისის მოგვარებას. შეერთებული შტატების კონგრესმა რამდენიმე საათით ადრე სამი ტრილიონ ოთხასი მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა მიიღო. თუმცა ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მიზნის მისაღწევად დაუღალავად შრომის პირობა დადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლისთვის ბევრი კეთდება. მან გუანტანამოს ყურეში მდებარე საპყრობილის დახურვის და ერაყში მიმდინარე ომის დასრულების ბრძანებები უკვე გასცა. მისი თქმით ბუშის ადმინისტრაციის დროს ტერორისტობაში ეჭვმიტანილთა წყალში დახრჩობის სიმულაციის მეშვეობით დაკითხვა წამების ტოლფასია.


XS
SM
MD
LG