ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა ერაყში 6 წლიანი სამხედრო მისია დაასრულა


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სამხედროებმა დაასრულეს თავისი 6 წლიანი მისია ერაყში. დღეს ლონდონში იგი ერაყის პრემიერ მინისტრს ნური ალ მალიკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გორდონ ბრაუნმა სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ ილაპარაკა. ამასობაში ბრითანეთის სამხედროებმა პატივი მიაგეს დაღუპული ჯარისკახცების ხსოვნას, რომლებიც 2003 წლის შემდეგ დაიღუპნენ ერაყში. ცერემონიალი რომელიც ბასრას გარეუბანში ჩატარდა, ბრიტანული ჯარის გაყვანისთვის მზადება იყო , საომარ მოქმედებებში იქ ბრიტანეთამა 179 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან ერაყის ოფიციალური პირები იტყობინებიან რომ ბაღდადის მიდამოებში ოთხშაბათს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაახლოებით 51 ადამინი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG