ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი რუსი დიპლომატი ბრიუსელიდან გააძევეს


გუშინ ნატომ ბრუსელში აკრედიტებული ორი რუსი დიპლომატის განდევნის ბრძენაბა გასცა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ჯაშუშობასთან დაკავშირებულ სკანდალურად გახმაურებულ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ესტონეთის ოფიციალურ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ესტონეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ქვეყნის ღალატის ბრალდებით მაღალჩინოსანი ჰერმან სიმი , რომელმაც თაბერვალში დაახლოებით 2000-მდე საიდუმლო დოკუმუნტი გადასცა რუსეთის სადაზვერვო სამსახურს. ჰერმან სიმი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა სადაც საიდომლო დოკუმენტაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ბრიტნულ გაზეთ ფაინენშალ თაიმსის განცხადებით ერთ-ერთი განდევნილი რუსი დიპლომატი ევროკავშირში რუსეთის ელჩის ვაჟია. მათივე განცხადებით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუს დიპლომატებს არა უმტკიცდებათ პირდაპირი კავშირი ჰერმან სიმის საქმეში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების განდევნას პროვაოკაცია უწოდა.


XS
SM
MD
LG