ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ნატოს წვრთნებს საქართველოში პროვოკაცია  უწოდა


რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით საქართველოში ნატოს მიერ დაგეგმილი წვრთნები აშკარა პროვოკაციაა. დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ვალდებულებას აკისრებს რუსეთს დაიცვას ამ რეგიონის საზღვრები. საქართველოში ნატოს წვრთნების შესახებ კომენტარი მან სწორედ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს გააკეთა. რუსეთის წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი რაგოზინი აცხადებს, რომ ალიანსი სხვების ინტერესებს არ ითვალისწინებს და მეზობელი როგიონებისთვის პრობლემებს ქმნის. რაგოზინმა ეს ოთხშაბათს ნატო რუსეთის კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნატოს გენრალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერმა შეხვედრამდე აღნიშნა , რომ იგი კმაყოფილია რომ შეხვედრა შედგება და საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ მრავალი საკითხ თაგან რომელიც განიხილება.


XS
SM
MD
LG