ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის საბჭო რუსეთსა და საქართველოს აკრიტიკებს


ევრო-საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი და საქართველო გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ პრაქტიკულად არ გაატარეს ის რეზოლუცია, რომელიც აგვისტოში რუსეთის საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შედეგად მიიღეს. ასამბლეის განცხადებაში ნათქვამნია, რომ საქართველომ მთლიანად არ შეასრულა რეზოლუცია. რაც შეეხება რუსეთს მან პრაქტიკულად თითქმის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა ამ რეზოლუციისა. იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთი იმ მოთხოვნათა მინიმუმსაც კი არ აკმაყოფილებს, რომელიც აუცლებელია დიალოგისათვის. ასამბლეამ ორივე სახელმწიფოს მოუწოდა სრულიად დაემორჩილონ რეზოლუციის დებულებებს და რაც შეიძლება მოკლე დროში გაატარონ საჭირო ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგიონში უშიშროებისა და სტაბილობის მდგომარეობის თავიდან აცილება. იქვე ხაზს უსვავენ დიალოგის მნიშვნელოობას საქართველოსა და რუსეთს შორის.

XS
SM
MD
LG