ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღორის გრიპის ინფექცია მძვინვარებს


დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ფრინველის გრიპის ვირუსი დაატყდა თავს და აგერ ახლა ღორის გრიპის ინფექცია მძვინვარებს. ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება , რომელიც ძირითადად ამ ცხოველებში ვრცელდება, მაგრამ როგორც ამბობენ ზოგჯერ ადამიანსაც შეიძლება გადაედოს. ეს არის ის რაც მექსიკაში მოხდა ამ ბოლო კვირების განმავლობაში. სხვადასხვა მონაცემებით ამ ინფექციით მექსიკაში 2000-მდე ადამიანი დაავადდა. მექსიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის თანამშრომების ვარაუდით შესაძლოა ამ ვირუსმა 152 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ინფექციის გავრცელებამდე რაიმე პრობლემებს არ უჩიოდნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მექსიკის მთავრობამ 6 მაისამდე შეწყვიტა სკოლებში სწავლის პროცესი. დაკეტა რესტორნები, ეკლესიები. აკრძალა სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და სხვა ამგვარი ღონისძიებები. მიუხედავად ამისა ხალხი მაინც ხელისუფლებას ადანაშაულებს უყურადღებობაში და აკრიტიკებს ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. ამჟამად აღნიშნული გრიპის ვირუსი მსოფლიოს 7 ქვეყანაშია დაფიქსირებული. შეერთებულ შტატებში ამ ინფექციით დაავადების 48 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.23 მილიონ ადამიანს გაუკეთეს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ე.წ. ტამიფლუ და როგორც პრეზიდენტი ობამა აცხადებს მთავრობა ყველაფრისთვის მზად არის. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი არ ურჩევს ამერიკელებს მექსიკაში სტუმრობას, თუმცა არც არავის უკრძალავს ამ ქვეყანაში გასეირნებას.ამერიკელებს ურჩევენ რომ ჩვეულებრივი გრიპის ნიშნების აღმოჩენისთანავე პირველ რიგში ექიმს მიმართონ, არ დაეზაროთ ხშირად ხელის დაბანა და პირადი ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა. გარდა ამისა კარგად დაისვენონ და მიირთვან გემრიელი სადილი. მოკლედ თავს გაუფრთხილდნენ და ყველაფერი კარგად იქნება.


XS
SM
MD
LG