თურქეთის არმიის მეთაური აცხადებს, რომ ბომბის ძლიერი
აფეთქების შედეგად 9 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში ჯავშანტრანსპორტიორით მოგზაურობდნენ.
გენერალმა ილკერ ბასბუგმა
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარისკაცები სამხედრო
ავტოკოლონისთვის ზვერავდნენ გზას.გენერალმა
დასძინა, რომ აფეთქება ძლიერი იყო და სავარაუდოდ შინ იყო დამზადებული.
მიუხედავად იმისა,
რომ თურქ გენერალს კონკრეტულად ამ თავდასხმისთვის ბრალი ქურთებისმუშათა პარტიისთვის არ დაუდვია, მან აღნიშნა, რომმსგავსი ინციდენტები თურქეთის არმიას უფრო მეტ საბაბს
აძლევს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი, ამერიკის
შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქურთების მუშათა პარტიას ტერორისტულ დაჯგუფებად
მოიაზრებენ.
ამ ფონზე, თურქეთის
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო-ანატოლიის განცხადებით, ანკარაში, თურქეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას ქალმა
მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონირება მოახდინა.თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მისი დაკავება შესძლეს
და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.