თბილისში უკანასკნელ დროს სულ უფრო და უფრო იზრდება ისეთი კლუბების რაოდენობა, სადაც თავად ახალგაზრდა მუსიკოსები არიან როგორც შემსრულებლები, ასევე მსმენელები. ამ კლუბებში უმეტესად როკს უსმენენ, და ისინი ვინც როკს უსმენს თვლიან რომ დანარჩენებისგან განსხვავებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მუსიკის მოსმენის თუ შესრულების საშუალება აქვთ, ისინი როგორც ნამდვილი ახალგაზრდები მაინც გამოთქვამენ პროტესტს და ამბობენ, რომ საქართველოში რეალიზაციის საშუალება ნაკლებად არის. კონფლიქტები, თუნდაც უმნიშვნელო, მაინც აქვთ ოჯახებთან, რომელნიც განსაკუთრებულად არიან ტრადიციის მიმდევარნი. ახალგაზრდები, რომელნიც აქაც პოულობენ საკუთარ თავს, მაგრამ თვლიან რომ საქართველოდან წასვლა, თუნდაც ცოტა ხნით მათი რეალიზებისათვის საუკეთესო გამოსავალია. მოუსმინოთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც როკს უსმენს, რომელსაც სრული თავისუფლება სურს და რომელიც ექსპერიმენტების მომხრეა.
ნინი – რომელიც მოგვითხრობს როგორ ერთობა, რა სახის პორბლემები აქვს ოჯახში, რა ტიპის თავისუფლება სურს და როგორ ოცნებობს საზღვარგარეთ წასვლაზე...
სწორედ ასეთი სურვილებით მრავალი ახალგაზრდა მისი საქართველოდან და უფრო მეტად, ხშირ შემთხვევაში უკან აღარ ბრუნდება. დაბრუნებულთა პროცენტი ალბათ მაშინ გაიზრდება, როდესაც საქართველო იმ ქვეყნად იქცევა სადაც ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილების, ყველანაირი განსხვვებული ტენდენციის სივრცე იქნება, სადაც დაინტერესებული ახალგზრდა აღარ მოიწყენს მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოშია.