ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში საპროტესტო აქციების დროს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი


საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი ვინაობადაუდგენელ პირებსა და თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეებს შორის. ინფორმაციის თანახმად აქციაში მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეჟურნალისტებს და ბრალად დასდეს მათ ის, რომ ისინი ობიექტურად არ აშუქებენ საპროტესტო აქციების მსვლელობას. ამ ფონზე მოსკოვმა ოფიციალურად მოითხოვა საქართველოსაგ ნ იმ რუსი ჯარისკაცის ექსტრადირება, რომელმაც თავისი პოსტი დასტოვაე.წ. სამხრეთ ოსეთში და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა, რომ ეს ჯარისკაცი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იგდეს ხელთ. მოგვიანებით ამ ჯარისკაცმა განაცხადა, რომ იგი გაიქცა მისი სამხედრო ბაზიდან იქ არსებული მძიმე პირობების გამო.

XS
SM
MD
LG