ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გაზის  იმპორტის შემცირების შესახებ მალე შეთანხმებას ხელი მოეწერება


უკრაინის პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მალე ხელს მოაწერენ შეთანხმებას რუსული გაზის იმპორტის შემცირების საკითხში.ტიმოშენკომ ეს განცხადება დღეს მოსკოვში გააკეთა, სადაც იგი მოლაპარაკებებს მართავს რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. ორმა ლიდერმა, შეხვედრის დასაწყისში, ჟურნლაისტებს უთხრეს, რომ ორმხრივი დაპირისპირება ენერგეტიკის საკითხებში ახლა ორმხრივი თანამშრომლობით ჩანაცვლდება.ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ასევე მიანიშნა, რომ მომავალი შეთანხმება უკრაინას საშულაებას მისცემს, ჯარიმის გარეშე, უფრო ცოტა ბუნებრივი აირი შეისყიდოს რუსეთისგან, ვიდრე ეს იანვრში მიღწეული კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.არცერთ მხარეს დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა ქალბატონმა ტიმოშენკომ ჟურნლაისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG