ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ახალი რეფორმისტი პოლიტიკოსი უპირისპირდება


ირანის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ახალი რეფორმისტი პოლიტიკოსი უპირისპირდება.

ზომიერი სასულიერო მოღვაწის მაჰდი კარუბის განცხადებით აჰმადინეჟადმა ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ამის გამო თეირანის საერთაშორისო პოლიტიკა მეტ დიპლომატიას საჭიროებს.

ირანის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადი დასავლეთთან ანტაგონისტურ პოლიტიკას ეწევა, როდესაც ჰოლოკოსტის არსებობას მითს უწოდებს, რაც ირანის ინტერესებს დიდ ზიანს აყენებს.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 12 ივნისს გაიმართება, რომელშიც ქვეყნის დღევანდელ ხელმძღვანელს 4 დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდება.


XS
SM
MD
LG