ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქაბულს ესტუმრა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ავღანეთის პრეზიდენტთან შესახვედრის მიზნით ქაბულს ესტუმრა. ლიდერებმა პაკისტანის საზღვრის მიიდამოებში დაბუდებულ ტერორისტებტან საბრძოლველი სტრატეგიის გამომუსავებაზე ისაუბრეს. ბატონმა ბრაუნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ავღანეთის ხელისუფლებას ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო სახმედრო კონტინგენტისგან უშიშროების უზრუნველყოფის საკუთარ თავზე აღებისკენ მოუწოდებს. პრემიერის თქმით, ამ ერაყში უკვე გამოყენებული სტრატეგიის განსახორციელებლად, ავღანეთის არმია რამდენიმე ათეული ათასი გაწვრთნილი ჯარისკაცით უნდა გაიზარდოს. ბატონი ბრაუნი ავღანეთიდან პაკისტანისკენ აიღებს გეზს სადაც დღეს საღამოს ქვეყნის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარის შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ მის მიერ შეტავაზებული ახალი ტიპის სტრატეგია რეგიონში მომძლავრებული თალიბების წინააღმდეგ განსხვავებული მეთოდებით ბრძოლას მოიაზრებს. ამ დროს კი ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მომავალი აგვისტოსთვის დაგეგმილ არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას ხელმეორედ წამოაყენებს.



XS
SM
MD
LG