ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სამხედრო წვრთნაზე დამკვირვებლებს არ აგზავნის


რუსეთი აცხადებს, რომ მომავალი თვისთვის ნატოს ეგიდით საქართველოში ჩასატარებლად დაგეგმილ სამხედო წვრთნაზე, დამკვირვებლებს არ გაგზავნის. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ასეთი წვრთნის ჩატარებას არასწორად მიიჩნევს და მონაწილე ქვეყნებს წრთნასი მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე კარგად აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ იყენებს იგი ნატოსგან მომდინარე წახალისებებს. ლავროვი თვლის, რომ წვრთნების ჩატარების გაუქმებით დასავლეთმა საქართველოს საფრანგეთის მიერ შემზადებული ხელშეკრულების დაცვისკენ უნდა უბიძგოს.

XS
SM
MD
LG