ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიური ტურისტული  ხომალდი სომალელ მეკობრეებს ებრძვის



სომალის სანაპიროსთან იტალიური ტუსრისტული კრუისის შემსრულებელი ხომალდი სომალელ მეკობრეებს შეებრძოლა. გემის კაპიტანმა ჩირო პინტომ განაცხადა, რომ ეკიპაჟს მეკობრეებისგან თავდაცვა მცირე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღისა და წყლის ჯავლის გამოყენებით მოუწია. ხომალდზე ათას ხუთასი მგზავრი იმყოფება. ხომალდის კაპიტანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმა ექვსმა მეკობრემ განახორციელა. ისინი გემბანზე აბობრებას ეცადნენ, მაგრამ ეკოპაჟის მიერ გახსნილმა ცეცხლმა მეკობრები დააფრთხო. გემმა დფაგეგმილი სვლა გააგრძელა იორდანიის საპაორტო ქალაქ აქაბასკენ. ამ დროს კი ცნობილი გახდა, რომ სომალელმა მეკობრეებმა მათ ხელთ მყოფი იემენის კუთვნილი ხომალდი და მისი თხუთმეტი კაცისგან დაკომპლექტებული ეკიპაჟი გაათავისუფლეს.


XS
SM
MD
LG