ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმიამ თალიბებს შეუტია


პაკისტანის არმიამ დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გამაგრებულ თალიბებს შეუტია. აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე დღის წინ თალიბმა მებრძოლებმა პაკისტანის დედაქალაქიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული რაიონი აიღეს. სამხედროები აცხადებენ, რომ ქვემო დირის რეგიონში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და რომ საბრძოლო ოპერაციის მსვლელობისას მრავალი თალიბი გაანადგურეს. ამ ინფორმაციის თანახმად დაღუპულია მხოლოდ ერთი ჯარისკაცი. ქვემო დირის რაიონი ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პრობვინციის მალაკანდის რეგიონის ნაწილია. პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ თალიბებთან შეთანხმების მცდელობით, ცოტა ხნის წინ მალაკანდის პროვინციის გარკვეულ ნაწილში შარიათის კანონის შემოღების ნება დართო. თუმცა ამ შეთანხმების თანახმად თალიბებს და მათ მომხრეებს იარაღი უნდა დაეყარად, რაც მათ არ შეუსრულებიათ.


XS
SM
MD
LG