ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყანდაარში მაღალჩინოსანი პირის რეზიდენციასთან  რამოდენიმე აფეთქება ჰქონდა ადგილი


ავღანეთის ოფიციალური პირები იტყობინებიან , რომ ყანდაარში მაღალჩინოსანი პირის რეზიდენციასთან რამოდენიმე აფეთქება ჰქონდა ადგილი. ინცინდენტის შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა. პროვინციის ოფიციალურმა პირმა აჰმად ვალი კარზაიმ, რომელიც პრეზიდენტის ძმაა, განაცხადა, რომ თავდასხმაში სამი კამიკაძე ტერორისტი მონაწილეობა.

ტალიბთა მეთაურმა მულა ჰაიატ ხანმა განაცხადა, რომ მისი სამხედრო დაჯგუფება მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს. თვის დასაწყისში კიდევ 4 ასეთ თავდასხმას ჰქონდა ადგილი ყანდაარში რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. თალიბებმა ამ შეტევებზეც პასუხისმგებლობა თავის თავზე იკისრეს.



XS
SM
MD
LG