ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბმა მეამბოხეებმა დატოვეს ტერიტორია


პაკისტანის ჩრდილო-დასაველთ რაიონის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ თალიბმა მეამბოხეებმა დატოვეს ტერიტორია და სვატის ხეობაში დაბრუნდნენ.

ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადების თანახმად თალიბებმა შაბათს დატოვეს ბუნერის რაიონი და ამავე რაიონში პაკისტანის შეიარაღებული ძალები გამაგრდნენ.

როგორც თალიბთა წარმომადგენელმა განაცხადა მემაბოხეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს რაც ახლახანს დადებული ხელშეკრულება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. კერძოდ კი ხელშეკრულება რეგიონში ისლამური კანონის, შარიას შემოღებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სასტიკად გააკრიტიკეს ეს ხელშკრულება და ექსტრემისტების ნების დაყოლა უწოდეს.

პაკისტანის გენერალმა აშფაქ კაიანიმ პარასკევს შეხვედრა მოაწყო სადაც ბუნერსა და სვატის ხეობაში სამომავლო სამხედრო ოპერაციები განიხილა. მისივე განცხადებით მემაბოხეებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება მთვრობას უკარნახოს თუ როგორ უნდა წარიმართოს სამოქალაქო ცხოვრება პაკისტანში.


XS
SM
MD
LG