ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორმა კამიკაძე ტერორისტმა აფეთქება მოაწყო


ერაყის პოლიციის განცხადებით, ორმა კამიკაძე ტერორისტმა აფეთქება მოაწყო. შედეგად ბაღდადის შიიტურ მეჩეთში 60 ადმიანი დაიღუპა. ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაშავდა 100 ადამინი. დაღუპულთა შორის იყვნენ ირანული წარმოშობის მომლოცველებიც. გუშინ, კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. ერთერთი ბაღდადში მოხდა, მეორე კი დიალას პრივინციაში. დაღუპულთა შორის გუშინაც ირანული წარმოშობის შიიტები იყვნენ. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სამძიმარი გამოხატა დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მისი განცხადებით, აფეთქებები ამერიკის ოკუპაციის მიზეზიტ განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს, ერაყში კლებადი ძალადობის შემდეგ, გუშინდელი და დღევანდელი აფეთქებები სიტუაციის გაუარესების მომასწავებელია. ეს კი ამერიკის მიერ ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის განცხადების პარალელურად ხდება. წლის ბოლოს კი ერაყში ეროვნული არჩევნებია დაგეგმილი.


XS
SM
MD
LG