ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უარს აცხადებს ფოტოსურათების გამოქვეყნებაზე


ამერიკის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები იტყობინებიან,რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ ფოტოსურათების გამოქვეყნებას, რომლებიც ბუშის ადმინისტრაციის დროს ერაყსა და ავღანეთში ამერიკის პირადი შემადგენლობის მიერ პატიმრების მიმართ ცუდად მოპყრობის ფაქტებს ასახავს. ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის კავშირი აცხადებს, რომ ხუთშაბათს თავდაცვის დეპარტამენტი დათანხმდა ფოტოსურათების გამოქვეყნებაზე. რომელიც 28 მაისამდე განხორციელდება. ფაქტების გამოაშკარავება ამ ორგანიზაციის მიერ 2004 წელს შეტანილი სასამართლო საჩივრის საფუძველზე ხდება. ბუშის ადმინისტრაციამ თავის დროზე უარი განაცხადა, ფოტოსურათების საჯარო ჩვენებაზე, რასაც ხსნიდნენ იმით რომ ეს ამერიკელთა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და ამასთან დაარღვევდა ქვეყნის მიერ ჟენევის კონვენციით აღებულ ვალდებულებებს.


XS
SM
MD
LG