დღეს სოფიაში ორდღიანი სამიტი დაიწყო, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სამიტს დაესწრებიან ევროკავშირის ლიდერები, ბალკანეთი და ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ქვეყნები. მოულოდნელად რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა დასწრებაზე. ბოლო წუთას მიღებულმა ბოიკოტის გადაწყვეტილებამ, სამიტის ორგანიზატორებს იმედები გაუწბილა, რომელიც უკავშირდებოდა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოების გარანტიების გამყარებას. სამიტს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო დაესწრება. შეხვედრის მონაწილეთა შორის სოფიაში იქნებიან ბუნებრივი აირის მიმწოდებლები კასპიის ზღვის აუზის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან, გარდა ამისა სამიტს დაესწრებიან ბუნებრივი აირის ტრანზიტის ქვეყნების წარმომადგენლები და აგრეთვე მომხმარებლები ევროკავშირიდან და ბალკანეთიდან.