ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ეტაპი დასრულდა


დღეს მილიონობით ინდოელმა ქვეყნისსაპარლამენტო არჩევნების მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა.ინდოეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხუთ ეტაპადაა დაგეგმილი. დღეს არჩევნების მეორე ეტაპი ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში განხორციელდა . საკუთარი არჩევანი ამ ეტაპზე ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მანმოჰან სინგჰმაც დააფიქსირა.მან ასევე მტკიცე რწმენა გამოხატა იმასთან დაკავშირებით,რომ მისი „კონგრესის პარტია“ სახელმწიფოს სათავეში დარჩება. ვარაუდობენ,რომ ინდოეთის ორი ძირითადი პარტია -მართველი კონგრესის პარტია და ჰინდუისტი ნაციონალისტების ბჰარატია ჯანათას პარტია, საკმარის 543 ხმას პარლამენტში კოალიციის შემქნის გარეშე ვერ დააგროვებს. ორივე პარტია საარჩევნო კამპანიის მანძილზე ამმომრჩევლებს, ინდოეთში სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების გაუმჯობესებას ჰპირდებოდა.



დღეს ჯარკლანდში, ნაქსალიტის სახელით ცნობილმა მეამბოხე კომუნისტებმა საარჩევნო კომისიის წარმომადგენელებზე განახორციელეს თავდასხმა.თავდასხმის შედეგად ორი ადამაინი დაშავდა.ამბოხებულმა კომუნისტებმა ასევე იერიში მიიტანეს ამავე შტატის რკინიგზის სადგურზე და გარშემო ტერიტორია დაბომბეს.

XS
SM
MD
LG