საქართველოში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს ათასობით ადამიანი შეუერთდა. ოთხშაბათს , ოპოზიციონერთა დემონსტრაციების მხარდასაჭერად რაიონებიდან თბილისში ათასობით ადამიანი ავტომობილებით ჩამოვიდა . დემონსტრანტებმა დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა გადაკეტეს. ოპოზიციამ პარლამენტის, კანცელარიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის წინ კარვები და საკნები დადგა. „მოძრაობა გაერთიანებული საქართველოსთვის „ ლიდერი- ეკა ბესელია აცხადებს,რომ ოპოზიცის მტკიცედ სწამს, რომ მათი საწადელი მალე ასრულდება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგება. ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილს ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და გასულ წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებენ.