ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს უფრო მეტად უჭირთ სამსახურის შოვნა


რაც უფრო დრო გადის , ამერიკელ მოსამსახურეებს მით უფრო უძნელდებათ სამსახურის შოვნა. ამერიკის შრომის დეპარტმენტის საბოლოო მონაცემებით, ამერიკელთა მიერ უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნამ ბოლო სამი კვირის მანძილზე რეკორდულ რიცხვს მიაღწია. შრომის დეპარტამენტის დღევანდელ მოხსენებაში აღნიშნულია,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესდღეობით ექვსი მილიონ ასი ათასი ადამიანია უმუშევარი.უმუშევრობის ზრდა იმანაც განაპირობა,რომ მარტის თვეში ქვეყნის ეკონომიკის სფეროში 663ათასი სამუშაო ადგილი შეიკვეცა,რამაც მოსახლეობაში უმუშევართა რაოდენობა რვა მთელი ხუთი მეათედი პროცენტით გაზარდა. დეპარტამენტის ყოველთვიურ მოხსენებაში ასევე აღნიშნულია,რომ გაიზარდა იმ ამერიკელ მოსამსახურეთა რიცხვიც,ვისაც სრულ განაკვეთზე მუშაობა სურს,მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს და ამის გამო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა უწევს.

XS
SM
MD
LG