ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საკითხი მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. რუსეთის იტარ ტასის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ ლავროვმა კომენტარი დღეს ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაკ უი ჩუნთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მიუხედავად ამისა, ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული ექვსმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა არ აჰყვნენ ემოციებს. "იტარ ტასი" აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მომავალ თვეს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის განმსაზღვრელი მოლაპარაკებები გაიმართება. მინისტრის თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დამაკავშირებელი რკინიგზის რეკონსტრუქცია უკვე მიმდინარეობს. ლავროვი ფხენიანში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ხვალ იგი სეულში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.



XS
SM
MD
LG