ერაყის
არმია აცხადებს, რომ ბაღდადში სუნიტ მოთარეშეთა თავკაცი დაააკავეს. ამ
ინფორმაციით, დაპატიმრებული აბუ ომარ ალ-ბაღდადი ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ
ეგრეთწოდებულ "ერაყის ისლამურ სახელმწიფოს" მეთაურობდა. ალ-ბაღდადი მკვეთრად
გამოხატულ ანტი-ამერიკული მიმართულების მოთარეშეთა ორგანიზაციას ედგა სათავეში.
თუმცა ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გენერალმა კევინ ბერგნერმა განაცხადა, რომ
აბუ ომარ ალ-ბაღდადი გამოგონილი პიროვნებაა. მისი თქმით, ალ-ბაღდადი ეგვიპტელმა
მოთარეშეთა ლიდერმა აბუ აიუბ ალ-მასრიმ გამოიგონა, რათა ერაყში მოქედი
ალ-ყაიდასთვის უფრო ეროვნული სახე მიეცა. პარალელურად კი ერაყის ტერირტორიაზე განხორციელებულ
ორ აფეთქებას ორმოცდაათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
-