ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მზადაა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბროს


ირანის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ თეირანი მიესალმება მსოფლიოს ექვსი უძლიერესი ქვეყნის წარმომადგენელბთან, მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვის წინადადებას. საერთაშორისო ატომური სააგენტოს თავკაცმა განაცხადა, რომ ირანი პრეზიდენტ ობამას ამასწინანდელ შეთავაზებას უნდა დაჰყვეს და მოლაპარაკებებს დასთანხმდეს. ატომური სააგენტო უკვე დიდი ხანია, რაც თეირანს ბირთვული საწვავის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას მოსთხოვს. თეირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებს. შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები კი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ირანი სინამდვილეში ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს.

XS
SM
MD
LG