ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი დაიწყო


გერმანიაში 2007 წელს ამერიკის და გერმანიის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ ოთხი ბრალდებული, რომელთაგანაც ერთი თურქეთის მოქალაქეა რესტორნებთან, ბარებთან, დისკოტეკებთან და აეროპორტებთან ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების მეშვეობით აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ. ტერორისტთა ერთ-ერთ სამიზნეს გერმანიაში განლაგებული “რამშტეინის” ამერიკული სამხედრო ბაზაც წარმოადგენდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანელებს პირველ რიგში ამერიკელთა დახოცვა ჰქონდათ ჩაფიქრებული. 2007 წლის ოქტომბერს გერმანიის პარლამენტს ავღანეთში დისლოცირებული გერმანული სამხედრო კონტინგენტისთვის ამ ქვეყანაში ყოფნის ვადა უნდა გაეხანგრძლივებინა. ტერორისტები აფეთქებების განხორციელეს სწორედ პარლამენტის ამ სხდომის წინ გეგმავდნენ. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების შემდეგ, ეს გერმანიის ისტორიაში ტერორიზმთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სასამართლო პროცესია.

XS
SM
MD
LG