ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკაში მოქმედი თამილი სეპარატისტების ლიდერი ქვეყნის არმიას დანებდა


შრი ლანკის არმია აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ალყაშემორტყმული თამილი სეპარატისტების ლიდერი არმიას დანებდა. ამ ინფორმაციით, თამილ ვეფხვთა სამხედრო ლიდერმა დაიამ და პოლიტიკურ დარგში მისმა მოადგილემ თამილსელვანმა იარაღი დაყარეს. არმიის პრეს-მდივნის თქმით, თამილი ვეფხვები ცამეტი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე არიან ალყაშემორტყმულები. თამილთა დამარცხებით შრი-ლანკაში აგერ უკვე ოცდაექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომი დასრულდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების ზონა ოთხმოცდაერთ ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


XS
SM
MD
LG