ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით თურქეთი არ უწევს თავშესაფარის მოთხოვნით ჩასულ პირებს საერთაშორისო მფარველობას.
დღეს ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიამ გამოაქვეყნა დასკვნასადაც ნათქვამია რომ ის ადამიანები რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნას განიცდიან, თურქეთში ჩასვლისთანავე პრობლემები ექმნებათ.
დასკვნაში აგრეთვე მითითებულია ისიც , რომ თავშესაფარის მომთხოვნი პირები წანააღმდეგობებს აწყდებიან სამედიცინო დახმარების, სამუშაოსა და საცხოვრებელი ადგილების მოძებნისას. რაც თურქეთის მხრიდან აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფაა.
ქვეყანაში მოქმედებს ორმაგი სტანდარტებიდა არ ხდება იმადამიანების აღიარება, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ თურქეთში, აცხადებს საერთაშორისო ამნისტია.
დევნილთა კონვენციაში მყოფი ქვეყნებიდან თურქეთი ერთადერთია, რომელიც არ აღიარებს ევროპის გარდა სხვა ქვეყნებიდან დევნილებს.