ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა მზადაა ნებისმიერ თემაზე ესაუბროს ვაშინგტონს


კუბის ყოფილმა პეზიდენტმა ფიდელ კასტრომ განაცხადა რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არასწორ ინტერპრეტირება გაუკეთა მისი უმცროსი ძმის რაულ კასტროს ნათქვამს, რომდესაც ურთიერთობების დათბობაზე საუბრობდა ორ ქვეყანას შორის.

კუბის სახელმწიფოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი სადაც ფიდელ კასტრო მიუთითებს რომ მისი ძმის მიერ შეთავაზებული დიალოგი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან იყო სიმამაცის გამოხატულება. ამასთან ეს იყო რევოლუციის პრინციპებში თავდაჯერებულობა , რომელმაც კომუნისტური რეჟიმი დაამყარა 1959 წელს .

ვენესუელაში გამართული ამერიკის კონტინენტების სამიტზე უმცროსმა კასტრომ განაცხადა, რომ იგი მზადაა ნებისმიერ თემაზე ესაუბროს ვაშინგტონს. მათ შორის პოლიტიკური პატიმრებისა და ადამინის უფლებების საკითხებზეც.

მისი ეს გამოსვლა იყო ობამას მიერ კუბელი ამერიკელების მოგზაურობისა და ფულადი გზავნილების პროცესის გაადვილების საპასუხოდ.

პრეზიდენტ ობამამ მოუწოდა ჰავანას, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას პოლიტპატიმრების გათავისუფლების მხრივ. აგრეთვე კუბური წარმოშობის ამერიკელების მიერ კუნძულზე ნათესავებისთვის გაგზავნილი თანხიდან გადასახადების შემცირებისკენ.


XS
SM
MD
LG