ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ალ ყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი ოცდათოთხმეტი პირი დააკავეს


თურქეთში ალ ყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი ოცდათოთხმეტი პირი დააკავეს. ანატოლიის ახალი ამბების სააგენტო და თურქეთის ტელევიზია აცხადებენ, რომ პოლიციამ რეიდები თურქეთის სამხრეთ სანლიურფასა და ღაზიანტეპის პროვინციებსა და კონიას პროვინციის დედაქალაქში მოაწყო. აღსანიშნავია ის, რომ ისლამისტმა ექსტრემისტებმა წარსულში თურქეთის ტერიტორიაზე მრავალი ტერაქტი განახორციელეს.

XS
SM
MD
LG