ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილო და სამხრეთ კორეას ესტუმრება


მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილო და სამხრეთ კორეას ესტუმრება. თავად ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტისას კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის ირგვლივ გაამახვილებს ყურადღებას. ამ დაძაბულობის გამო კი ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის განახლება გადაწყვიტა. ლავროვის თქმით პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს მოეთხოვება. გასულ კვირას ფხენიანმა განაცხადა, რომ ბირთვული სამუშაოების განახლებას აპირებს და გაეროს დამკვირვებლებს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს.


XS
SM
MD
LG