ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში პატივი მიაგეს ჰოლოკოსტში დაღუპულებს


ისრაელში დღეს რამოდენიმე ხნით შეჩერდა მოძრაობა, საყვირების ხმით გაიხსენეს 6 მილიონი ებრაელი რომლებიც ჰოლოკოსტში დაიღუპნენ. მანქანები და ხალხი ისრაელის ქუჩებში გაჩერდნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილებს. ჰოლოცოსტის მემორიალზე მოგვიანებით გაიმართება გვირგვინით შემკობის ცერემონიალი. მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე ორშაბათს საღამოთი დაიწყო. ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბანიამინ ნათანიაჰუმ პირობა დადო რომ ჰოლოკოსტის ტრაგედია აღარ განმეორდება.ნათანიაჰუს ეს სიტყვები გაჟღერდა ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ გაეროს კონფერენციაზე გაკეტებული მკაცრი განცხადებიდან რამოდენიმე საათში. ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ ებრაელთა წამება იყო ისრაელის სახელმწიფოს შექმნისთვის საბაბი.
XS
SM
MD
LG