ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი ეთიოპიაში იმყოფება


სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი ეთიოპიაში იმყოფება. ეს მისი მეექვსე ვიზიტია უცხოურ ქვეყანაში მას შემდეგ რაც საერთაშორისო სასამართლომ გასცა მისი დაპატიმრების სანქცია. სუდანის პრეზიდენტს ბრალი ედება ომის დროს ჩადენეილ დანაშაულებებში. სუადანის ოფოციალური პირების განცხადებით დღეს ალ ბაშირი ადის აბებაში ჩაფრინდა ირმხრივ მოლაპარაკებებზე. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი ეთიოპიის პრემიერს მელეს ზენავის შეხვდება. საერთაშორისო სასამრთლომ ომარ ალ ბაშირი დამნაშავედ სცნო დარფურში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სასტიკი მასიური მკვლელობების ორგანიზებაში. თავად პრეზიდენტმა უარი განაცხადა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და აღნიშნა რომ მსგავსი სასამართლო დასავლეთის იმპერიალიზმის შედეგია.

XS
SM
MD
LG