ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხოდორკოვსკი სასამართლომ ფულის მითვისებაშI უდანაშაულოდ  სცნო


რუსეთის ნავთო-მაგნატი, მიხაილ ხოდორკოვსკი სასამართლომ ფულის მითვისების ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნო. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მისთვის უკვე მისჯილ ვადას კიდევ 22 წელს დაუმატებდნენ. დღეს მოსკოვის სასამართლო დარბაზში ხოდორკოვსკიმ უარყო ბრალდებები მისი კომპანიის იუკისის კუთვნილი 25 მილიარდი დოლარის ოდენობის ნავთობის მითვისებასა და მოგებული თანხის გათეთრებაზე. მისი განცხადებით ამდენი ნავთობი რომ მოეპარა, მაშინ მისი კომპანია ვერ შეძლებდა 40 მილიარდი დოლარის სახელმწიფო გადასახადის გადახდას. უდანაშაულოდ სცნეს აგრეთვე იუკოსის წარმომადგენელი პლატონ ლებედევი, რომელიც ხადარკოვსკისთან ერთად იხდის სასჯელს. ორივეს 2005 წელს მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გადასახადების თავიდან არიდების გამო. ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების განცხადებით ნავტო-მაგნატი, კრემლის კრიტიკის გამო დაატუსაღეს.მაშინ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო და ხადარკოვსკის სწორედ მის პოტენციურ მტრად მოიაზრებდნენ. ამჯამინდელი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხშირად საუბრობს სასამართლო სისტემის რეფორმაზე და უარს აცხადებს ხადარკოვსკის სასამართლო პროცესში ჩარევაზე. მისი განცხადებით სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის წევრის ირინა შერბაკოვას განცხადებით ხადარკოვსკის დაპატიმრება იყო სიგნალი ოლიგარხებისთვის რათა პოლიტიკაში ისინი არ ჩარეულიყვნენ: რუსეთში ხშირად საუბრობენ იმაზე რომ ყვლეფერი ლიდერის მხრიდან პირად მოწონებაზე ან არმოწონებაზეა დმოკიდებული.რაც გარკვეულწილად თამაშობს როლს ამ რეჟიმის პირობებში რომესაც ავტორიტერული შეიძლება უწოდოთ.მაგრამ ჩემის აზრით უფრო ღრმა პროცესებს აქვს ადგილი. ვფიქრობ , რომ ალბათ ოფიციალურ მოსკოვს არ სურს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ცდ

XS
SM
MD
LG