ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეინიმ  დამატებითი დოკუმენტაციის საჯაროდ გამოქვეყნებისკენ მოუწოდა


აშშ-ის ყოფილი ვიცე პერეზიდენტის დიკ ჩეინის განცხადებით ტერორიზმში ეჭვმიტნილი პატიმრების დაკითხვის მკაცრი ზომიბის მიღებამ შედეგი გამოიღო. სატელევიზიო კომპანის ფოქსთან ინტერვიუში ჩეინიმ განაცხადა, რომ მას არ აქვს უფლება ისაუბროს ჯერ კიდევ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შესახებ, მაგრამ ამერიკელები ღირსნი არიან იცოდნენ თუ რამდენად კარგად მუშაობდა სადაზვერვო სამსახური.

ჩეინიმ დამატებითი დოკუმენტაციის საჯაროდ გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაკითხვის მედოდების შესახებ დოკუმენტების გამოქვეყნება. ორშაბათს ობამა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სტუმრობდა სადაც განაცხადა, რომ დაკიტხვის სასტიკი ზომების გამოყენება რომლებიც ბუშის ადმინისტრაციის დროს დამტკიცდა , ლახავს ამერიკის ავტორიტეტს.

XS
SM
MD
LG